11.07.2013
მიმდინარე წლის 11
ივლისს, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლებულ პირთა საკითხების
შემსწავლელი კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა დაეთმო მომართვების არსებითად
განხილვას, კომისიამ მოუსმინა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მოწმეთა ჩვენებებს.
ასევე, იმუშავა უკვე განხილული საქმეების გადაწყვეტილებების პროექტებზე.
კომისია
განაგრძობს არსებულ რეჟიმში მუშაობას და ტრადიციულად მომდევნო ხუთშაბათს შეიკრიბება.