საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს, კასპის რაიონის სოფელ სასირეთის საჯარო სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სასირეთის საჯარო სკოლაში სარეალიბიტაციო სამუშაოები სასწავლო წლის დასრულებისთანავე დაიწყო. უკვე დასრულებულია სკოლის გადახურვა, დამონტაჟდა მეტალო-პლასმასის კარ-ფანჯარა, გაკეთდა ახალი ელექტროგაყვანილობა. ამ ეტაპზე, სკოლაში შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე წელს კასპის რაიონში ერთი სკოლა აშენდა და ოთხ სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს მასშტაბით, სულ 9 სკოლა შენდება და 600-ზე მეტ სკოლას სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება.