სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის ფარგლებში, ეს არის პირველი პროექტი, რომელიც SAMSUNG-მა საქართველოში განახორციელა. სმარტ სკოლა წარმოადგენს სასწავლო აუდიტორიას, რომელიც აღჭურვილია სამსუნგის მაღალი ტექნოლოგიის „თაჩ სქრინით“ და ქსელურად მასზე მიბმული პლანშეტებით. სკოლა ხელს შეუწყობს სტუდენტების განათლების დონის ამაღლებას. მომავალში მსგავსი კლასების მოწყობა პირველ საჯარო სკოლასა და პროფესიულ სასწავლებლებშიც იგეგმება.
დღესვე, საქართველოში საგანგებო ვიზიტით მყოფმა კომპანიის პრეზიდენტმა ბი ქეი იუნიმ საქართველოში SAMSUNG-ის პირველი ოფიციალური მაღაზია გახსნა.
კომპანია SAMSUNG-ი 1938 წელს შეიქმნა და სადღეისოდ, მსოფლიოში ელექტროტექნიკის მწარმოებელ უდიდეს კომპანიას წარმოადგენს.