საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს-საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებული კონკურსის გასაუბრების გრაფიკში ცვლილებებია. იმის გათვალისწინებით, რომ საკონკურსო კომისიის წევრთა უმრავლესობა სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო ვერ დაესწრება კომისიის სხდომას, შეიცვალა გასაუბრების გრაფიკიც. განახლებული გრაფიკი (თარიღისა და დროის მითითებით) იხილეთ ბმულ ფაილში.
გასაუბრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მისამართი: დ. უზნაძის #52) გაიმართება.
გასაუბრებაზე დაშვებულმა კონკურსანტებმა თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.