საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებათა 200 სტუდენტს შეხვდა და უმაღლესი განათლების მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
წელს პირველად, სოციალური პროგრამის ფარგლებში, ორჯერ მეტი სტუდენტიდაფინანსდება(http://www.mes.gov.ge/content.php?id=4791&lang=geo)2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის 2 560 000 ლარია გამოყოფილი. გასულ სასწავლო წელს ეს თანხა 1 118 208 ლარს შეადგენდა.
წელს პირველად, სოციალური პროგრამის ფარგლებში, ასევე დაფინანსდებიან 2011, 2012 წლების ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტები (http://www.mes.gov.ge/content.php?id=4791&lang=geo), რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე.
წელს პირველად, სოციალური პროგრამის ფარგლებში მაგისტრანტებიც დაფინანსდებიან (http://mes.gov.ge/content.php?id=4792&lang=geo). 2013-2014 სასწავლო წელს ჩარიცხულ მაგისტრანტთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსებისთვის 205 000 ლარია გამოყოფილი.
წელს პირველად, სახელმწიფო დააფინანსებს დოქტორანტურაში სწავლას, რაზეც 1 მილიონი ლარია გამოყოფილი;
წელს პირველად, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა ბაკალავრიატის წამყვანი მიმართულების 17 სპეციალობაზე ჩარიცხული სტუდენტების სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს.
გაორმაგდა 2013 წელს ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო დაფინანსების წლიური მოცულობა (საგრანტო დაფინანსება ყველა ფაკულტეტზე გავრცელდება);
გაორმაგდა „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” პროგრამის ბიუჯეტი.
სამინისტრო ასევე ახორციელებს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს როგორიცაა: