ქეთევან ნატრიაშვილი და ზაქარია ქუცნაშვილი თიანეთის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლაში დაესწრნენ ახალი სასწავლო წლის დაწყების ცერემონიალს, მათ პირადად მიულოცეს ეს დღე სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს, გააცნეს ზოგადი განათლების მიმართულებით გახორციელებული სიახლეები და მომავალი პროექტები.
თიანეთის რაიონის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლაში ზაფხულის განმავლობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, მოწესრიგდა საკლასო ოთახები და სკოლის ეზო. სკოლაში 84 ბავშვი სწავლობს და 20 პედაგოგი მუშაობს. მასწავლებლებიდან 9 სერთიფიცერებულია, 4 პედაგოგს ორიდან ერთი საგანი უკვე ჩაბარებული აქვს, სკოლის დირექტორის განცხადებით, მომავალ წელს ოცივე პედაგოგი სერთიფიცირებული იქნება,
თიანეთის რაიონში სულ 13 სკოლაა, ყველა რეაბილიტირებულია, მათ შორის მიმდინარე წელს 8 სკოლას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ყველა სკოლაში ახალი სახელმძღვანელოები და „ბუკებია“ შეტანილი. ცამეტივე სკოლაში ახალი სასწავლო წელი შეფერხების გარეშე დაიწყო.