კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც საჯარო ისე, კერძო კოლეჯების მასწავლებლები, დირექტორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ასევე, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.
კონფერენციაზე კერძო და საჯარო კოლეჯების წარმომადგენლებმა თავიანთი ხედვა წარმოადგინეს იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარებისათვის. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების სისტემისათვის რეკომენდაციების შემუშავება იყო.
რეკომენდაციები საფუძვლად დაედება ანალოგიური სახელწოდების დოკუმენტის სამუშაო ვერსიის შედგენას. ამის შემდგომ ”პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული ზრდის სქემა” განსახილევლად ყველა დაინტერესებულ პირს გადაეგზავნება და აღნიშნული დოკუმენტის საბოლოო ვერსიაზე მუშაობა დაიწყება.