საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პატრონაჟითა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, 7-14 წლის ასაკის ბავშვებისათვის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ქვეყნების ელჩები.
ენების ევროპული დღე ევროსაბჭოს მიერ 2011 წელს დაწესდა, რათა აღენიშნა ევროპის კულტურული მრავალფეროვნება და მრავალენოვანება. ეს დღე ამჟამად მთელს მსოფლიოში აღინიშნება.
EUNIC (ევროკავშირის კულტურულ ინსტიტუციათა გაერთიანების) ორგანიზებით წელს პირველად ევროპული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ენების მინი-სახელოსნოები, კონკურსი „ენების პასპორტი“, აკუსტიკური კონცერტი მერაბ ნუცუბიძის შესრულებით.