გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ, რომლის შექმნაც მთვარობის 1 ოქტომბრის სხდომაზე გადაწყდა, დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში პირველი სხდომა გამართა. კომისიის მუშაობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ხელმძღვანელებენ. კომისიის შემადგენლობაში სამინისტროებისა და მთავრობის კანცელარიის რეგიონულ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები შედიან, მათ შორის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიაგური.
როგორც სხდომაზე გამოიკვეთა, ამ სოფლების მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, ზამთრის მოახლოების გამო, გაზმომარაგება და შეშით უზრუნველყოფა წარმოადგენს. სხდომაზე განიხილეს, ასევე, სკოლების გათბობისა და მოსწავლეთა ტრანსპორტირების, პროცესებში საერთაშორისო საზოგადოების ჩართვისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.