პროექტის ფარგლებში, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ჰანს შტროერი, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ნადიმ ჯონშა, იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის პროფესორები: დეტლევ გოტა, ფარიდა გრინბერგი, მარკუს ბუშერი და ანდრო კაჭარავა. დღეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტი საზეიმოდ გაიხსნა. სტუმრებს მიესალმა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.
დღესვე, ხელი მოეწერა თანამშრომლობის რამდენიმე ხელშეკრულებას. კერძოდ, გაფორმდა ხელშეკრულება ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის, რომლის ფარგლებშიც, ფიზიკისა და ბიოსამედიცინო აპარატურის სპეციალობების სტუდენტებს საშუალება ექნებათ სტაჟირება იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გაიარონ, ასევე, იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ტექნიკურ აღჭურვილობასა და ლაბორატორიას გადასცემს.