ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად გონერი პაპავა შეირჩა.
გასაუბრების შედეგების გასაჩივრებისთვის სამი სამუშაო დღე განისაზღვრა. კერძოდ, მიმდინარე წლის 30, 31 ოქტომბერი და 1 ნოემბერი. გასაჩივრების შემთხვევაში, კონკურსანტებმა განცხადება (საპრეტენზიო განაცხადი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სახელზე სამინისტროში უნდა წარმოადგინონ (მისამართი: დ. უზნაძის #52).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსების შესარჩევ კონკურსში შერჩეული კანდიდატების მიერ საკონკურსო განაცხადში მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესწავლა მიმდინარეობს ეტაპობრივად. ეტაპის დასრულებისთანავე მოხდება გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენა და ინფორმაციის განთავსება სამინისტროს ვებგვერდზე.