პროფესიულ პროგრამებზე მეორადი ჩარიცხვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მიმდინარე წლის 14 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით, რეგისტრაციას აცხადებს.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით არსებულ თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებაში.
რეგისტრაცია ეხება მხოლოდ იმ აპლიკანტებს, რომლებიც დარეგისტრირებული იყვნენ, 25.08.13-14.09.13 პერიოდში, გავლილი აქვთ 17 ოქტომბერს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ტესტირება, თუმცა საკონკურსო პირობების გამო ვერ მოხვდნენ ვერცერთ სასწავლო პროგრამაზე.
აპლიკანტებს უფლება აქვთ დარეგისტრირდნენ მათ მიერ 17 ოქტომბერს ჩაბარებული ტესტის შესაბამის სხვადასხვა მიმართულებების სპეციალობებზე.
დამატებითი კითხვებით დარეკეთ ცხელ ხაზზე: 2 200 220