წელს, ზაფხულში გერმანიის ქალაქ ლაიფციგში გამართულ WorldSkills International-ის პროფესიული უნარების რიგით 42-ე კონკურსში საქართველო პირველად მონაწილეობდა ასოცირებული წევრის სტატუსით. WorldSkills Georgia-ს გუნდის წევრებმა მიღებული შთაბეჭდილებების და გამოცდილების შესახებ ისაუბრეს შეხვედრაზე.
კონკურსზე საქართველოს სახელით ასპარეზობდნენ ვებდიზაინერი უჩა ღვინიაშვილი, შემდუღებელი ევგენი მოროზოვი და მზარეული თინათინ იორდანიშვილი. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ვებდიზაინერმა უჩა ღვინიაშვილმა, წარმატებული ასპარეზობისთვის 2 მედალი დაიმსახურა. იგი გახდა ქვეყნის საუკეთესო წარმომადგენელი. კონკურსის დახურვის გრანდიოზულ ცერემონიაზე მან მიიღო მედალი Best of Nations და დაჯილდოვდა წარმატების მედლით-Medallion of Excellence.
GIZ-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროფესიული განათლების განვითარებაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის მიერ გაწეულ წვლილზე. GIZ-ის ექსპერტმა და WorldSkills Germany-ს სტრატეგიული სამსახურის ხელმძღვანელმა დენი გაუხმა შეკრებილ საზოგადოებას WorldSkills-ის სხვა ქვეყნების გამოცდილება გაუზიარა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე GIZ-ის მხარდაჭერით მომზადებული პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით მომზადებული კლიპების პრეზენტაციაც გაიმართა.