საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სტაჟირებაგავლილ პირებს სერტიფიკატები გადაეცათ. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა, მაგისტრანტებმა და კურსდამთავრებულებმა ოთხი თვის განმავლობაში, სასწავლო პრაქტიკა სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში შემავალ სტრუქტურებში გაიარეს.
სტაჟიორთა 30%-ი, რომლებმაც სასწავლო პრაქტიკის პერიოდში პროფესიონალიზმი და დაკისრებული მოვალეობისადმი ერთგული დამოკიდებულება გამოავლინა, სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ სხვადასხვა დეპარტამენტებში დასაქმდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტთა სტაჟირებას ყოველწლიურად ახორციელებს. სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს.