საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დაფინანსების მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადება, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სამინისტროში წარდგენილი უნდა იყოს 2013 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
პროგრამის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების განათლების ხარისხის ამაღლება, მათი სამეცნიერო კვლევებში ჩართულობის ხელშეწყობა და ფინანსური მხარდაჭერა.
კონკურსის შედეგად შეიძლება დაფინანსდეს შემდეგ დარგებში/სპეციალობებში წარდგენილი სასწავლო-კვლევითი პროექტები:
ა) აუდიოვიზუალური ხელოვნება, თეატრალური ხელოვნება და მედიახელოვნება;
ბ) არქიტექტურა;
გ) არქეოლოგია;
დ) ეკოლოგია/გარემოსმცოდნეობა;
ე) გეოლოგია
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 დეკემბრის №969 ბრძანება.