წარმოდგენები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „მოსწავლე ახალგაზრდობის სამოქალაქო აქტიურობის განვითარების პროგრამისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერილუსის“ ერთობლივი სასკოლო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კვირეულს მიეძღვნა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდების შესაძლებლობების გამოვლენას, მათი თვითშფასების ამაღლებას.
სპექტაკლზე მოსულ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა და შეეფასებინა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოზარდების ადამიანურ რესურსებს, მათ მდიდარ ფანტაზიას და გარდასახვის უნარს. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოზარდების თვითრეალიზაციას, თანატოლებთან დამეგობრებას, მათ სოციალიზაციასა და ინტეგრაციას.