საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დღეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა ლექცია–დიალოგის ფორმატში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ინიციატივით გაიმართა.
შეხვედრის დასაწყისში, თამარ სანიკიძემ აუდიტორიას განათლების სფეროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები გააცნო. მინისტრმა ისაუბრა როგორც ზოგადი, ისე პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. სტუდენტებმა ყველა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან შეკითხვაზე უშუალოდ მინისტრისაგან ამომწურავი პასუხები მოისმინეს.