23.12.2013
მიმდინარე წლის 26 დეკემბერს,
გასაუბრება იმ კანდიდატებთან გაიმართება, რომელთაც წარმატებით გადალახეს საჯარო სკოლის
დირექტორების სერტიფიცირების პირველი
ეტაპი - ტესტირება, მაგრამ უამინდობის გამო ვერ შეძლეს დადგენილ ვადებში გასაუბრებაზე გამოცხადება.
დანართის
სახით იხილეთ გასაუბრების
გრაფიკი.
სამინისტრო უზრუნველყოფს გასაუბრების
გამჭვირვალედ, კვალიფიციურად, მიუკერძოებლად
ჩატარებასა და კონკურსანტებისათვის თანაბარი პირობების შექმნას.
გასაუბრება
ჩატარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მის: თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52) სტრუქტურირებული გასაუბრების ფორმით.