კონსულტანტს ევალება შემდეგი სამუშაოს შესრულება: ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებებში შენობის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული არსებული პრაქტიკისა და რესურსის შეფასება; საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის გრძელვადიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება მისი დანერგვის მიზნით; სამოქმედო გეგმის ფინანსური გათვლები და პერსონალის გადამზადების რეკომენდაციების შემუშავება საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის მიმართულებით.
ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე.
პროექტი განხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში. ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობის მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და საქართველოს მთავრობის მეშვეობით, ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტს, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 140 მილიონ აშშ დოლარს.
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (MCC) და საქართველოს მთავრობას შორის მეორე კომპაქტის ხელშეკრულებას ხელი 2013 წლის 26 ივლისს მოეწერა.
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (Millennium Challenge Corporation, MCC) წარმოადგენს აშშ-ის ინოვაციურ და დამოუკიდებელ საერთაშორისო დახმარების სააგენტოს, რომელიც მსოფლიოში სიღარიბის დაძლევის მიზნით პროგრამების განსახორციელებლად 2004 წელს შეიქმნა. MCC–ის მეორე კომპაქტს საქართველოში ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (MCA-Georgia)”. დამატებითი ინფორმაცია ფონდის და მეორე კომპაქტის შესახებ, იხილეთ შემდეგ ბმულზე MCA-Georgia website.
დეტალური ინფორმაციისათვის ასევე იხილეთ ბმული.