უფასო პირადობის მოწმობების მისაღებად გამოცხადებული აქციის ფარგლებში, ვაშლიჯვარის დასახლებაში მდებარე #158–ე საჯაროს სკოლის პედაგოგების საიდენტიფიკაციო მონაცემების შეკრება ადგილზე განხორციელდა. აქციის ფარგლებში, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, სკოლაშივე მოხდა პედაგოგების განცხადებების მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირება, ასევე მათი იდენტიფიცირება, ფოტოსურათების გადაღება და ელექტრონული ხელმოწერის ჩაბარება.
ღონისძიებას იუსტიციის სახლის აღმასრულეელი დორექტორი ნინო ჩიჩუა, სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან სამადაშვილი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი ესწრებოდნენ. საახალწლო აქცია პედაგოგებისათვის 23 დეკემბერს დაიწყო და დღემდე სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიიის სახლებს 26 ათასამდე პედაგოგმა მიმართა. აღნიშნული აქცია 23 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
აქციის ფარგლებში პირადობის მოწმობების უფასოდ მიღება საჯარო და კერძო სკოლების იმ პედაგოგებს შეუძლიათ, რომლებსაც პირადობის ახალი მოწმობა ჯერ არ მიუღიათ. მასწავლებლებს სპეციალური დოკუმენტაციის წარდგენა არ უწევთ, მათი იდენტიფიკაცია მონაცემთა ბაზის მიხედვით ხდება. აქციაში მონაწილეობის მსურველმა პედაგოგებმა თბილისში შემდეგ დროებით სერვის-ცენტრებს უნდა მიმართონ: