20 იანვრიდან ლონდონში „ განათლების მსოფლიო ფორუმი 2014“ მიმდინარეობს. ფორუმს 133 ქვეყნის დელეგაცია, მათ შორის 101 ქვეყნის განათლების მინისტრი ესწრება. ფორუმზე იმყოფებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური. საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ბრიტანეთის საბჭომ უზრუნველყო.
ფორუმის მიზანია განისაზღვროს თანამედროვე მსოფლიოს საერთო საგანმანათლებლო პოლიტიკა. ფორუმის ფარგლებში ის საკითხები განიხილება, რომელიც საერთო გამოწვევას წარმოადგენს და ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას საჭიროებს. ფორუმზე სხვადასხვა ქვეყნებში განათლების საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები პირები ერთმანეთს ხვდებიან და საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.
მთელი მსოფლიოს საგანმანათლებლო საზოგადოება დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს ფორუმის მიმდინარეობას. თამარ სანიკიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა მსოფლიო ფორუმში, სადაც განიხილება თემები, რომელზედაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკვე მუშაობს. განსახილველ თემებს შორისაა:
ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს ფორუმის ფორმატი საშუალებას აძლევს სხვადასხვა ქვეყნის განათლების ექსპერტებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართონ, ქართული პროექტები გააცნონ, მათი შეფასებები და რჩევები მოისმინონ.