საქართველოში სოციალური პარტნიორობის გაუმჯობესების თემაზე ორდღიანი კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა. მომხსენებელთა შორის იყვნენ საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში ოლივერ რაისნერი და სხვა ქართველი და უცხოელი ექსპერტები.
სოციალური დიალოგის ფარგლებში, კონფერენციაზე განხილული იყო შემდეგი თემები:
მონაწილეებმა ასევე შეიმუშავეს ეროვნული პროფესიული საბჭოს წესდებისა და გზამკვლევის სამუშაო ვერსია.
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ პროფესიული განათლების სისტემის განვითარებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოების მიზნით, მნიშვნელოვანია სისტემაში სოციალური პარტნიორების აქტიური ჩართულობა, რაც გულისხმობს მიმდინარე პროცესების შესახებ პროფესიული კავშირების, დამსაქმებლების, სხვადასხვა ასოციაციებისა და დაინტერესებული მხარეების ინფორმირებასა და მათგან რეკომენდაციების მიღებას.
საქართველოს პროფესიულ საგანმანათლებლო სისტემაში სოციალური პარტნიორობის ჩართულობა ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების სისტემის განვითარებას, რაც განაპირობებს პროფესიული კვალიფიკაციების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოებას. ეს უკანასკნელი კი, უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, პოლიტიკურ და სოციალურ სტაბილურობას. სოციალური დიალოგი ის არენაა, სადაც მოწმდება და ანალიზდება დასაქმების პოლიტიკის კონკრეტული მიმართულებები და არსებული რეალობის მიხედვით იცვლება. შესაბამისად, მისი განვითრება დადებითად აისახება ნებისმიერი მოქალაქის დასაქმების შესაძლებლობებზე.