შეზღუდული შესაძლობლობის მქონე (შშმ) პირთა ინტეგრაციისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობისათვის განხორციელდა პროექტი ,,გზა ინკლუზიისაკენ“, რომლის ფინალური პრეზენტაციაც დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა. პროექტი ევროკავშიროს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა ასოციაცია ,,დეამ’’ პარტნიორ ორგანიზაციასთან GNNT ჯგუფთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად.
პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობები მიმართული იყო ინკლუზიური მიმართულებით საგანმანათლებლო ინსტიტუციებსა და მშობლებს/მეურვეებს შორის თანამშრომლობის სტიმულირებაზე, შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცის შექმნასა და საზოგადოების გათვითცნობიერებაზე.
ღონისძიების ფარგლებში, სკოლასა და ოჯახს შორის თანამშრომლობის კონცეფცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების სამმართველოს უფროსმა ეკა დგებუაძემ წარმოადგინა.
პროექტის ფარგლებში შემუშავდა სკოლასა და ოჯახს შორის თანამშრომლობის ალტერნატიული მოდელი, რომელიც ორიენტირებულია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე დამყარებული ეფექტიანი სასკოლო პოლიტიკის რეალიზაციაზე. პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს საჯარო სკოლებში მოდელის პილოტირების შედეგები. ასევე გაიმართა დისკუსია შშმ პირთათვის განათლების ხელმისაწვდომობი უზრუნველყოფასთან, მათი სოციალურ – უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და სხვ.