თამარ დათაშვილი 14 წელია 180-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. იგი სერტიფიცირებული პედაგოგია და აქტიურად არის ჩართული კონფერენციებში, სემინარებსა თუ ტრენინგებში. თამარ დათაშვილს 4 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მრავალშვილიან პედაგოგს საჩუქრებთან ერთად კვალიფიკაციის ასამაღლებელი დამხმარე სახელმძღვანელოებიც გადასცა.