04.03.2014
საქართველოს პრემიერ–მინისტრის
ირაკლი ღარიბაშვილის და გაეროს ბავშვთა ფონდის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და
დსთ–ს ქვეყნების რეგიონალური დირექტორის მარი–პიერ პუარიეს ხელმძღვანელობით, გაიმართა შეხვედრა
საქართველოს მთავრობის და იუნისეფის ერთობლივი სამოქმედო პროგრამის განხორციელებაში
მიღწეული პროგრესის შესაფასებლად.
შეხვედრაზე საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, იუსტიციის,
სასჯელაღსრულების და პრობაციის, ფინანსთა მინისტრებმა და სახალხო დამცველმა შესაბამის
სფეროებში ძირითად გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს რეკომენდაციები
და შემდგომი ნაბიჯები.