მსოფლიო ბანკი განათლების სექტორში ერთ-ერთი წამყვანი დონორი და პარტნიორია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2013 წლიდან მნიშვნელოვანი ინტერვენციები დაიწყო ზოგადი განათლების სექტორში. აქედან აღსანიშნავია: ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილი იქნას მისი ხარისხიანი მიწოდება თითოეული მოსწავლისთვის; მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის განახლება, განათლების სისტემის ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამ საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება, რათა საქართველოს განათლების სისტემა ჰარმონიზაციაში იყოს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან.