08.03.2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა 54-ე საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს 8 მარტი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
92 წლის ვენერა ნოდია 54-ე საჯარო სკოლაში ისტორიას 60 წლის მანძილზე ასწავლიდა. მას მიღებული აქვს არაერთი ორდენი, სიგელი თუ სხვა საპატიო წოდება, მათ შორის: 44 წლის ასაკში დასახელდა რესპუბლკის დამსახურებულ მასწავლებლად, რის შემდეგაც გადასცეს ღირსების ორდენი, 1997 წლს კი გაიარა პედაგოგების ატესტაცია.