საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი უწყებათა პირველმა პირებმა თამარ სანიკიძემ და სოზარ სუბარმა მოაწერეს.
მემორანდუმი მიზნად ისახავს:
ორივე მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, მემორანდუმის ფარგლებში დიალოგი აწარმოონ, განიხილონ რეკომენდაციები და წინადადებები და ერთობლივად მიიღონ გადაწყვეტილებები, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს როგორც არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ისე სრულწლოვანი პატიმრების პროფესიული მომზადების პროგრამების განხორციელებას.