21.03.2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
გიორგი შარვაშიძესა და ევროპასთან ურთიერთობების საკითხებში ბრანდერბურგის ფედერალური
მიწის ეკონომიკისა და ევროპასთან ურთიერთობების მინისტრის მოადგილე აქსელ ფონ ხორშელმანის შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და
პროგრამების დეპარტამენტის უფროსი ნია ტუსკია, მეცნიერების, კვლევისა და კულტურის სამინისტროს
ბიუროს ხელმძღვანელი ბატონ რიკო იანკესა და
მეცნიერების, კვლევისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბატონ იენს ლიპსდორფი.
გიორგი შარვაშიძემ სტუმრებს საქართველოს განათლების
სისტემაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები გააცნო.
თავის მხრივ, გერმანულმა მხარემ ისაუბრა ბრანდერბურგის
საგანამანათლებლო სისტემაზე. ასევე, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იგეგმება ქ. ბათუმში
ქართულ-გერმანული კულტურის ცენტრის ჩამოყალიბება.
მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების
თაობაზე. კერძოდ, გამოითქვა სურვილი ბრანდერბურგის უმაღლეს სკოლებთან თანამშრომლობაზე.