ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დღეს, თბილისის მე-14 საჯარო სკოლას ეწვივნენ, სადაც ალექსანდრე ჭიკაიძე სწავლობდა.
სკოლის უფროსკლასელებს მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ ე.წ. „ბიო“-ს წინააღმდეგ მიმართული შსს-ს მიერ დაწყებული ანტინარკოტიკული კამპანიის შინაარსი გააცნეს და და იმ საფრთხეებზე ესაუბრნენ, რომელსაც ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარება იწვევს. ღონისძიების ფარგლებში, ალექსანდრე ჭიკაიძემ და ლია გიგაურმა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანია 2014 წლის 24 მარტს დაიწყო და მასში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც აქტიურად მონაწილეობს. კამპანიის მიზანს ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენს.