საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დღეს, ქნესეთის (ისრაელის პარლამენტის) თავმჯდომარის მოადგილეს ჰილიკ ბარს, ისრაელის ელჩს საქართველოში იუვალ ფუქსის და ქართულ-ისრაული ბიზნეს პალატის პრეზიდენტს იციკ მოშეს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ისრაელის განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის ზოგადი, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს, ასევე შეხვედრაზე განხილული იქნა განათლების სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივები და სამომავლო გეგმები.
როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, მხარეებს შორის არსებული თანამშრომლობა გაღრმავდება, გაგრძელდება და შემუშავდება ერთობლივი პროექტები, მოხდება სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლა. ორმხრივი ურთიერთობები საშუალებას მისცემს ქართველ ახალგაზრდებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს ჩაერთონ გაცვლით პროგრამებსა და სხვადასახვა ერთობლივ პროექტებში.
აღსანიშნავია, რომ ისრაელის ქნესეთის (ისრაელის პარლამენტის) ვიცე-სპიკერისა და ისრაელის განათლების მინისტრის მიწვევით, თამარ სანიკიძის ისრაელში სამუშაო ვიზიტით გამგზავრება იგეგმება. დღევანდელ შეხვედრაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ისრაელში ვიზიტის დეტალებიც განიხილეს და განაცხადეს, რომ ზემოაღნიშნულ საკითხებსა და ერთობლივ პროექტებზე მსჯელობა ისრაელშიც გაგრძელება.