ღონისძიების ფარგლებში, ერთ სივრცეში წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები, რომელთაც წარმოდგენილი აქვთ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამები, სტენდები, რომელიც გაფორმებულია პროფესიული სტუდენტების ნამუშევრებით, აქვე წარმოდგენილია პრაქტიკის განმახორციელებელი შესაბამისი დაწესებულებები.
ღონისძიების მსვლელობისას, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა მოისმინოს პრეზენტაციები პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების შესახებ, დაუსვას კონკრეტული შეკითხვები დაწესებულებების წარმომადგენლებს, გაეცნოს პროგრამის ხანგძლივობას, სწავლების მეთოდოლოგიას, პრაქტიკული კომპონენტების განმახორციელებელ დაწესებულებებს, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებს და ა.შ. ამასთან, მოსინჯოს ტესტირების ნიმუშები, მიიღოს დეტალური ინფორმაცია მის მიერ შერჩეული პროფესიული პროგრამის შესაბამისი ტესტირების ტიპების შესახებ და დარეგისტრირდეს მისთვის სასურველ პროფესიულ პროგრამაზე შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ფესტივალზე ასევე წარმოდგენილია დასაქმების ხელშემწყობი კომპანიები, რომელთა წარმომადგენლები ფესტივალის სტუმრებს აცნობენ შრომის ბაზრის ტენდენციებს და უტარებენ მასტერკლასს CV-ის მომზადების შესახებ.
ფესტივალის მიმდინარეობისას იმართება წამახალისებელი თემატური შეჯირებები, გათამაშებები და სხვა სიურპრიზები, რომელსაც ფესტივალის სპონსორი სს „ლიბერთი ბანკი“ და სხვა ბიზნეს ორგანიზაციები წარუდგენენ ღონისძიების მონაწილეებს. ფეტსივალი ერთდღიანია და წელს მეორედ იმართება.
ფესტივალს მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე გაეცნენ.