პროგრამას „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“ სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს და მისი მიზანია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა, ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების გაუმჯობესება და რეგიონების ქართული ენის მასწავლებლების პროფესიული განვითარება.
პროექტის მონაწილე ქართული ენის სერტიფიცირებული მასწავლებლები კონკურსის წესით შეირჩნენ და მათი ანაზღაურება ყოველთვიურად 1 000 ლარს შეადგენს.
პედაგოგიური საქმიანობის გარდა, მასწავლებლები ქართულ ენაში ამზადებენ სკოლების ადგილობრივ მასწავლებლებს, ასევე ქართული ენის შესწავლის მსურველებს. მასწავლებლების პასუხისმგებლობაა, ასევე, სკოლაში ქართული ენის კლუბის შექმნა, სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება, ქართული ენის საღამოების, კონკურსების მოწყობა, სადაც მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ერთად ჩართული არიან მშობლებიც.