პროექტი „სახალისო სპორტისა და ფიზიკური განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება და მასში ჩართულია სკოლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ამ ეტაპზე 2013–2014 წლების სეზონის დასკვნითი, ფინალური ტურნირები მიმდინარეობს. დასრულდა მერვედფინალი, გამოვლინდა 12 გამარჯვებული გუნდი. დღეს, ფინალური ტურნირის მეორე ეტაპის, მეოთხედფინალში გასული გუნდების კენჭისყრა გაიმართა. 12 გუნდიდან 8 გუნდი რეგიონის სკოლებს წარმოადგენს, მეოთხედფინალში დედაქალაქის 4 სკოლის გუნდი მონაწილეობს.
,,მხიარული სტარტების” მიზანია სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შემეცნებით-გასართობი შეჯიბრების მეშვეობით, მოზარდ თაობაში სპორტისა და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოზარდი თაობის ცნობიერებაში ტოლერანტული დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, თვითრეალიზებაში დახმარება, მზრუნველობა მოკლებული და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ,,მხიარული სტარტების” თამაშებში მონაწილეობის ხელშეწყობა და შესაბამისი პირობების მომზადება.
ღონისძებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე, ტურნირში მონაწილე სკოლების წარმომადგენლები და ორგანიზატორები დაესწრნენ.