ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის პროფესიული განათლების კომპონენტის ფარგლებში, აცხადებს პროფესიული განათლების პროექტის კონტრაქტორი ორგანიზაციის შესარჩევ საერთაშორისო ტენდერს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციასა და კომპანიას.
საქართველოს მთავრობა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია, პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობისათვის განიხილავენ 16 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას (გრანტის სახით). კორპორაციის ინიციატივით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა შემდეგი მიმართულებით განხორციელდება:
(ა) გრანტების გაცემა პროფესიული განათლების პროვაიდერებისთვის, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება:
(ბ) ტექნიკური და ექსპერტული დახმარების გაწევა პროფესიული განათლების პოლიტიკის შემუშავება-განხორციელებისათვის;
(გ) პროფესიული განათლების პროვაიდერებსა და ინდუსტრიას (კერძო სექტორს) შორის არსებული წარმატებული მაგალითების მოძიება და ხელშეწყობა.
მოცემული მიზნების მიღწევისათვის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო აცხადებს საერთაშორისო ტენდერს პროექტის განმახორციელებელი კონტრაქტორი ორგანიზაციის (Industry-led Skills and Workforce Development Project Manager) შერჩევისათვის.
საკონკურსო წინადადების გამოცხადების თარიღი: 2014 წლის 2 მაისი;
წერილობითი შეკითხვების მიღების ბოლო ვადა: 2014 წლის 2 ივნისი;
საკონკურსო განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2014 წლის 20 ივნისი; 15:00 სთ (თბილისის დროით, GMT+4);
კონტრაქტორი ორგანიზაციის საკონკურსო პირობების დეტალური ინფორმაციის მიღებაში დაინტერესებული კომპანიები/ორგანიზაციები უნდა დარეგისტრირდნენ ქვემოთ მოცემულ ელ. ფოსტის მისამართზე, მათი ფირმის/ორგანიზაციის მითითებით. სრული სატენდერო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ჩვენს სისტემაში დარეგისტრებული იურიდიული პირებისთვის.
რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ მიმართოთ ბ-ნ დიმიტრი ქემოკლიძეს:
დიმიტრი ქემოკლიძეს
შესყიდვების დირექტორი
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
ელ. ფოსტა: procurement@mcageorgia.ge
2013 წლის 26 ივლისს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 მილიონი აშშ დოლარის საგრანტო ხელშეკრულებას (მე-2 კომპაქტი), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. საერთაშორისო და ადგილობრივმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოში მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა, განსაკუთრებით საინჟინრო და საბუნებისმეტყველო დარგებში.
MCC–ის მეორე კომპაქტს საქართველოში ახორციელებს სსიპ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (MCA-Georgia).