საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ და საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და მხარდაჭერის ასოციაციის თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა ითალისწინებს სოციალურად დაუცველი სტუდენტების სტაჟირებას მიკროსაფინასო ორგანიზაციებში და ამით, მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.
ხელშეკრულება უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი იმ სტუდენტების პროფესიული უნარების განმტკიცებასა და მათთვის დასაქმების ხელმისაწვდომობას, რომლებიც სწავლობენ აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პირველი და მეორე საფეხურების საბუღალტრო აღრიცხვის, ფინანსებისა და მარკეტინგის სპეციალობაზე.
სტუდენტები საქართველოს მასშტაბით მოქმედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში გაივლიან სტაჟირებას, რაც ხელს შეუწყობს მათი კვალიფიციის ამაღლებას და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას. ასევე, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ხელს შეუწყობენ წარჩინებული სტუდენტების დასაქმებას.