საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ნორჩ გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი 2013“ გამარჯვებული მოსწავლეები კორპორაცია „ინტელის“ გრანტის მფლობველები გახდნენ და მონაწილეობას მიიღებენ სკოლის მოსწავლეთა მსოფლიოში უდიდეს სამეცნიერო საინჟინრო კონკურსში „ინტელ-აისეფ 2014 (Intel ISEF)“, რომლის ფინალური ეტაპი 2014 წლის მაისში ლოს-ანჯელესში გაიმართება.
საქართველოდან კონკურსში 4 პროექტია წარდგენილი: „აქტიური ფილტრი“ (ნიკა ალავიძე და დავით ჩხეიძე - ა. რაზმაძის სახელობის ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლა); „ორთოპედიული ჟილეტი“ (საბა მამუკაშვილი - თბილისის №137 საჯარო სკოლა); „გონიერი შუქნიშანი“ (ნინო ხიმშიაშვილი, ბესარიონ ქვაციხელი და ზაზა ირემაძე - ბათუმის საერო ელიტარული საშუალო სკოლა); „ტრანსფორმერი კლეფსიდრონი“ (თემურ ჩიჩუა- თბილისის №4 საჯარო სკოლა).
ლოს-ანჯელესის სკოლის მოსწავლეთა მსოფლიო სამეცნიერო საინჟინრო კონკურსი „ინტელ-აისეფ 2014 (Intel ISEF)“ ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი კონკურსია, ამ კონკურსზე მოხვედრა ძალზე პრეზტიჟული და ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. კორპორაცია „ინტელის“ დახმარებით, საქართველო პირველად მონაწილეობს კონკურსში, სადაც 150-მდე ქვეყანის ნორჩი გამომგონებლები მონაწილეობენ.