საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსისა და გლდანი-ნაძალადევის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა ტესტირება გაიმართება 2014 წლის 22 მაისს 10 საათზე, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ფანჯიკიძის ქ. N1ა).
ტესტირებაზე დაშვებული კონკურსანტების საყურადღებოდ აღვნიშნავთ, რომ ტესტში შესულ საკითხებში გათვალისწინებულია არსებული საკანონმდებლო ცვლილებები (ბმულის სახით იხილეთ ტესტის სტრუქტურა).
ტესტირებაზე დაშვებულმა კონკურსანტმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი. დაგვიანებით გამოცხადებული კონკურსანტი არ დაიშვება ტესტირებაზე. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანება კონკურსანტს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანება გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით.