18 მაისს საქართველო „ინტელექტის დღეს“ აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლებს შორის თამაშში „რა? სად? როდის? - ინტელექტის დღე 2014“ დასკვნითი რაუნდი გაიმართა.
ფინალში ბათუმის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა, შარშანდელი ჩემპიონი თბილისის კომაროვის 199-ე საჯარო სკოლის გუნდი მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი – ფოთის გუნდმა დაიკავა. თამაშში კერძო სკოლების გუნდებიც მონაწილეობდნენ.
ყველაზე მასშტაბურ ინტელექტუალურ შეჯიბრში მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალურ რაუნდში გამარჯვებულ 72–ი სკოლის გუნდს შორის საუკეთესო გამოვლინდა. მონაწილეებმა 36 შეკითხვას უპასუხეს.
ფინალურ თამაშს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრნენ. პროექტის ორგანიზატორები არიან:
„ინტელექტის დღე“ წელს უკვე მესამედ იმართება. 2014 წელს პროექტში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1500-მდე სკოლა მონაწილეობდა.