პროფესიული განათლების განვითარების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სააქციო საზოგადოება „საქკაბელსა“ და 16 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, სააქციო საზოგადოება „საქკაბელის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ედიშერ მამალაძემ და პროფესიული სასწავლებლების – „მერმისი“ , „იბერია“ , „ოპიზარი“ , „მოდუსი“, „ბლექსი“, „აისი“, „ლაკადა“, „სპექტრი“, „ფაზისი“, „პრესტიჟი“, „ახალი ტალღა“, „განთიადი“,, ასევე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და გორის სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა.