საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) ორგანიზება გაუკეთა თანამშრომლობის პირველ ფორუმს „პროფესიული უნარები მშენებლობისთვის - მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის“.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა სამშენებლო სექტორის დიალოგის გაძლიერება საგანმანათლებლო დაწესებულებებთან უკვე არსებული პროგრამების განსავითარებლად და ახალი, მომავალზე ორიენტირებული სამშენებლო საგანმანთლებლო პროგრამების შესაქმნელად. ღონისძიების ფორმატი მოწვეულ სტუმრებს საშუალებას აძლევდა მოესმინათ მშენებლობის მიმართულებით საინტერესო მოხსენებები, მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიებში და სამუშაო ჯგუფებში შემდეგ თემატიკასთან დაკავშირებით:
გარდა ამისა, კერძო კომპანიის წარმომადგენლები ფორუმის ფარგლებში ორგანიზებული გამოფენის მეშვეობით, უფრო ახლო გაეცნენ არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებსა და მათ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, რაც ხელს შეუწყობს მათ მომავალ თანამშრომლობას.
ფორუმი გახსნეს GIZ-ის კერძო სექტორის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა - მარიტა რიდელმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ - ქეთევან ნატრიაშვილმა.
ფორუმზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები, სამშენებლო გამოფენების ორგანიზატორები, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, სამშენებლო ფედერაციები, დამსაქმებელთა ასოციაციები, მშენებლობის სფეროს ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.