თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ დირექტორმა სარა კარადიმ მოაწერეს.
მემორანდუმი მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოში სოციალურად დაუცველი პროფესიული საგანმანათლებლო კურსდამთავრებულების ხელშეწყობას და მათ შემდგომ დასაქმებას, კერძოდ: არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ უზრუნველყოფს ბიზნესის საგრანტო კონკურსის ორგანიზებას, რომელიც ორიენტირებულია საზოგადოებრივი კოლეჯის „იბერია“ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტის იმ კურსდამთავრებულებზე, რომლებიც აღრიცხულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
კონკურსში გამარჯვებულ კურსდამთავრებულებს მიმდინარე წლის დეკემბრამდე გადაეცემათ ბიზნეს გრანტი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად.