კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინიატროს ურთიერთთანამშრომლობით ჩატარდა. კონკურსის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული გრძნობის ამაღლება, ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრების ხელშეწყობა.
კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ჰქონდთ ზემოაღნიშნულ თემაზე დაეწერათ ესეები, რომლებშიც გამოხატავდნენ საკუთარ მოსაზრებებს, დამოკიდებულებებს და სურვილებს ქართველი ჯარისკაცების მოღვაწეობასთან დაკავშირებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო თბილისის სკოლების 125-მა მოსწავლემ. გამარჯვებულები გამოვლინდნენ ორ ასაკობრივ ჯგუფში: IV-VII და VIII-XII კლასებში; თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში გამოვლინდნენ I, II, III საპრიზო ადგილებზე გასული მოსწავლეები, ხოლო წამახალისებელი სიგელები გადაეცა 18 მოსწავლეს. საკონკურსო ნამუშევრების შეფასებაში მონაწილეობა მიიღეს სამივე სამინისტროს წარმომადგენლებმა.
IV-VII კლასების ასაკობრივი ჯგუფი:
III-XII კლასების ასაკობრივი ჯგუფი: