ზოგადი და პროფესიული განათლების საფეხურზე სამეწარმეო უნარების განვითარებაზე მიმართული სასწავლო პროგრამების დანერგვა-გაძლიერება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მყარი საფუძველია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს მეთოდოლოგიის შემუშავებაზე, რომელიც ემყარება კეთებით სწავლების პრინციპებს და სკოლის ასაკიდან აღჭურვავს მოზარდებს თანამედროვე ინდუსტრიულ გარემოში არსებობისა და განვითარებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში ,,ინკლუზიური განათლების დანერგვა სქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“, ნორვეგიელმა ექსპერტებმა ქართველ სპეციალისტებს, დამსაქმებელთა ასოციაციის, არასამთავრობო ორგანიზიციების წარმომადგენლებსა და მეწარმეობის პედაგოგებს პროფესიული სასწავლებლებიდან ზოგადი და პროფესიული განათლების საფეხურზე მეწამეობის სწავლების თანამედროვე პრინციპების შესახებ ცოდნა გაუზიარეს. წარმოდგენილი კონცეფცია და მასალები დაეხმარებათ ქართველ სპეციალისტებს პროფესიული განათლების მეწარმეობის ახალი მოდულის შექმნის პროცესში.
ეროვნული სასწავლო გეგმების ექსპერტებთან ერთად, ასევე განხილული იქნა მეწარმეობის საგნის სწავლების სპეციფიკა სკოლებში და მომზადდა რეკომენდაციები საგნის სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.