02.06.2014
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო საგანმანათლებლო დაწესებულებების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს უწყვეტად
აგრძელებს. გარდა იმისა, რომ აშენდება
ახალი სკოლები, ახალი სასწავლო წლისთვის, რეაბილიტაცია რამდენიმე
ასეულ სკოლას,
მათ შორის პროფესიულ სასწავლებლებს ჩაუტარდება.
ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტთა კორპუსს გააცნო.
2014 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება:
- თბილისში
- 43 საჯარო სკოლას. გარდა ამისა,
დაიწყება 3 სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია
ჩაუტარდება 3 პროფესიული სასწავლებელს.
- შიდა ქართლში - 24 საჯარო სკოლას.
- ქვემო ქართლში -34 საჯარო სკოლას.
- მცხეთა-მთიანეთში - 6 საჯარო სკოლას.
- კახეთში
- 21 საჯარო სკოლას.
- სამცხე
ჯავახეთში - 28 საჯარო სკოლას და ერთ პროფესიულ სასწავლებელს.
- იმერეთი
- 78 საჯარო სკოლას.
- გურია
- 18 საჯარო სკოლას.
- რაჭა-ლეჩხუმსა
და ქვემო სვანეთში - 11 საჯარო სკოლას და
სამ პროფესიულ სასწავლებელს.
- სამეგრელო,
ზემო სვანეთი/აფხაზეთი - 56 საჯარო სკოლას
და სამ პროფესიულ სასწავლებელს.
სკოლები,
რომელთა მშენებლობა 2014 წელს დაიწყება:
- გურია, ჩოხატაურის
მუნიცილაპიტეტი, ზოტის სკოლა.გურია, ჩოხატაურის
მუნიციპალიტეტი, შუა ამაღლების სკოლა
- იმერეთი, ვანის
მუნიციპალიტეტი, ზედავანის სკოლა
-
სამცხე-ჯავახეთი, ადიგენის
მუნიციპალიტეტი, არალის სკოლა
-
თბილისი, N61 სკოლა
-
თბილისი N103 სკოლა
-
თბილისი, N100 სკოლა
სავარაუდო ღირებულება: 36 718 990,38 ლარი
საქართველოს
მასშტაბით 9 ახალი საჯარო სკოლა შენდება: საჯარო სკოლა საგარეჯოს
მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში; საჯარო სკოლა ქარელის რაიონის სოფელ აბანოში;
საჯარო სკოლა სოფელ ბუღაშენში; საჯარო სკოლა სოფელ ახალ დიოკნისში; საჯარო
სკოლა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ
სამღერეთში; საჯარო სკოლა სოფელ მუხრანში; საჯარო სკოლა სოფელ სადგურ სვირში; საჯარო სკოლა სოფელ
წიფნარში; საჯარო სკოლა სოფელ წილკანში.
2014 წელს საქართველოს
მასშტაბით საგანმანათლებლო
დაწესებულებების რეაბილიტაციაზე
დაახლოებით 37 542 777,00 მლნ. ლარი დაიხარჯება.
მათ
შორის მოხდება 44 სკოლის გაზიფიცირება და 34 სკოლაში ახალი გათბობის სისტემა
დამონტაჟდება
2014 წელს დასრულდება 7 საჯარო სკოლა
2015 წელს დასრულდება 6 საჯარო სკოლა
2016 წელს დასრულდება 3 საჯარო სკოლა
2014-2016
წლებში ახალი სკოლების მშენებლობის სავარაუდო ღირებულებაა 55 000 000 მლნ. ლარი