გარემოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროსა და გარემოს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით ბორჯომში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მიიღო.
სტუმრებმა მოინახულეს სოფელი დაბა, სადაც მიმდინარეობს 2008 წლის კონფლიქტის დროს განადგურებული ტყის აღდგენა. სტუმრები ასევე შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და ახალგაზრდულ ეკოკლუბებს, რომლის მონაწილეებიც ბორჯომის საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.