დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული გადამზადებისა და ექსტენციის ახალი ეროვნული კონცეფციის საკითხებზე ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა.
ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გახსნა. კონფერენციაში მონაწილეობა სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონალურმა დირექტორმა რუდოლფ შოხმა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში ნილს სკოტმა მიიღეს. მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე იყვნენ საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მკვლვრები და ფერმერები.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC).
სოფლის მეურნეობის სფეროში განათლებისა და თანამედროვე სისტემების დანერგვა გაზრდის საქართველოს სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამ საკითხებში საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამასთან და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან.