წლების განმავლობაში სკოლების უმეტესობა დამოკიდებული იყო მხოლოდ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მომსახურებაზე და არ იყო ჩართული იმუნიზაციის ხელშემწყობ პროცესებში. არ არსებობდა სკოლის მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემთა ბაზა და არ მოქმედებდა რეფერალის განხორციელების ადექვატური მექანიზმი. სკოლებში ფიქსირდებოდა ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო მდგომარეობა და ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით, იყო ინფორმირებულობისა და ცოდნის ნაკლებობა.
2014-2015 სასწავლო წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების აღდგენის პილოტირების პროცესს იწყებს. პროექტი ფარგლებში:
სკოლის სამედიცინო კაბინეტი აღჭურვილი იქნება საჭირო ინვენტარით, მედიკამენტებით და სხვა საჭირო რესურსებით.
აღნიშნულ პროექტზე განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა მთელი წლის განმავლობაში ერთობლივლად იმუშავეს. შედეგად, ახალი სასწავლო წლიდან, სკოლის ექიმებად დასაქმდებიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეული პირები, რომლებიც ფლობენ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელ სახელმწიფო სერტიფიკატს საექიმო სპეციალობაში - საოჯახო მედიცინა/პედიატრია. ჯანდაცვის სამინისტრო შეარჩევს და გადაამზადებს სკოლის ექიმებს და განახორციელებს მათი საქმიანობის მონიტორინგს. განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს საპილოტე სკოლების შერჩევას, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწესრიგებას.