მინისტრის განცხადებით, მასწავლებლის სახლის ამოქმედება რეგიონისათვის ძალზე მნიშვნელოვანია, ადგილობრივი მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის ადგილზე განხორციელდება მოკლე და გრძელვადიანი ტრენინგები პროფესიულ უნარებსა და ყველა სასკოლო საგანში, ასევე მოეწყობა სემინარები, კონფერენციები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ინგლისურ ენაში, კომპიუტერსა და მენეჯმენტში. გარდა ამისა, სკოლის პედაგოგები და დირექტორები მასწავლებლის სახლში ფინანსურ და იურიდიულ კონსულტაციებსაც მიიღებენ. უცხოელი და ქართველი ტრენერები სხვადასხვა საგნებში სამოდელო გაკვეთილებსა და მასტერკლასებს ჩაატარებენ, განხორციელდება ლაივ კონფერენციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებულ სკოლებთან, მოეწყობა ბიბლიოთეკაც, რომელშიც ყველა სახის წიგნი განთავსდება, მათ შორის სახელმძღვანელოები, რომლებიც მასწავლებლებსა და დირექტორებს პროფესიული უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარება.
2014 წელს სამეგრელოში დაგეგმილია 54 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, 2 სკოლის ავარიულობის დადგენა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა, 6 სკოლის გაზიფიკაცია.
მესხიას სახელობის უნივერსიტეტის სენაკის პროფესიული სასწავლებლის სრული რეაბილიტაცია, სველი წერტილების მოწესრიგება, მესაქონლეობის ფერმის მშენებლობა და სასწავლებლის გაზიფიკაცია. ასევე, ამავე სასწავებლის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელის რეაბილიტაცია (პროფესორებთან შეხვედრაზე პროფესიული სასწავლებლის პედაგოგებიც იქნებიან).
მესხიას სახელობის უნივერსიტეტის უნივერსიტეტის გადახურვა და სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაცია.