მემორანდუმის ფარგლებში, პირველად საქართველოს ორი გამარჯვებული უნივერსიტეტის გუნდი, ბრითიშ ამერიქან ტობაკოს მხარდაჭერით, მონაწილეობას მიიღებს ბიზნეს ქეისების საერთაშორისო შეჯიბრში, სადაც გარდა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის გამოცდილებისა, გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით და სერთიფიკატებით.
შეჯიბრში ეკონომიკისა და ბიზნესის ბაკალავრიატის ბოლო კურსის ან მაგისტრატურის დონიდან შერჩეული სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.
შეჯიბრის პირველი ეტაპი საქართველოში გაიმართება და მასში 5 უნივერსიტეტის - თსუ, CU, FU, GAU და IBSU-ს გუნდები ჩაერთვებიან, მათგან 2 გამარჯვებული გუნდი ბაქოში გაემგზავრება. სამინისტრო პასუხისმგებლობას იღებს გაწიოს ნებისმიერი საინფორმაციო და ტექნიკური მხარდაჭერა საჭიროებისამებრ, ხოლო ბრითიშ ამერიქან ტობაკო უზრუნველყოფს გამარჯვებული გუნდების გამგზავრებას ბაქოში.
საქართველოს წარმომადგენელთა მონაწილეობა ასეთი დონის კონკურსში ძალზე მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ქართველი სტუდენტების შესაძლებლობების გამოვლენას, ამაღლებს სტუდენტთა მოტივაციას, გაზრდის მათი მომზადების დონეს და არის მათი პროფესიულ ზრდისა და მომავალი წარმატების გარანტი.